„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განმარტებით, 13 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა.
ცაგურიას თქმითვე, ისინი რესურსს არ ზოგავენ, რათა მგზავრებს კომფორტულად მოემსახურონ.
„ჩვენ მაქსიმალური რესურსები გვაქვს ჩართული იმისთვის, რომ მგზავრებს მოვემსახუროთ. დამატებითი რეისები დავნიშნეთ თბილისიდან ფოთის მიმართულებით და პირიქით, ფოთიდან თბილისის მიმართულებით 13-დან 18 აპრილის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ დავნიშნეთ 14-დან 18 აპრილის ჩათვლით დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე და კიდევ დავამატეთ 17 აპრილს 2 რეისი. თუკი, რამე რესურსი არსებობს, თავს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ მგზავრებს მაქსიმალურად მოვემსახუროთ“, - განაცხადა ცაგურიამ.